Accentnews.ge
აშშ-ის კიბერუსაფრთხოების ბიუროს ცნობით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაცული იყო

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების ბიუროს ცნობით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაცული იყო

13/11/2020 05:24:11 მსოფლიო

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების ბიუროს ცნობით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაცული იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი უსაფუძვლო პრეტენზია და დეზინფორმაცია არჩევნების პროცესთან დაკავშირებით, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ხმის მიცემის რომელიმე სისტემამ წაშალა, დაკარგა ან შეცვალა ხმები", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა სააგენტო 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აშშ-ის ხმის მიცემის სისტემების დაცვის საკითხებზე მუშაობდა.

ცნობისათვის: აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 3 ნოემბრის არჩევნებში მის სასარგებლოდ მიცემული 2.7 მილიონი ხმა „წაიშალა.“

აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი "დემოკრატიული პარტიის" წევრი ჯო ბაიდენი ხდება. მან გამარჯვების მოსაპოვებლად წარმომადგენელთა კოლეგიაში საჭირო 270–ხმიანი ზღვარი 7 ნოემბერს გადალახა. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებას აპროტესტებს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S