Accentnews.ge
ვაისი საქართველოს ნაკრებს ტოვებს

ვაისი საქართველოს ნაკრებს ტოვებს

12/11/2020 21:45:57 საზოგადოება

ვლადიმირ ვაისი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ტოვებს. გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველო–ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩში გუნდს მე გავიყვან, ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრებში მუშაობას დავასრულებ. სამწუხაროა, რომ ეს ისტორია ასე დასრულდა!", – განაცხადა ვაისმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მწვრთნელმა ბოდიში მოიხადა:

„ბოდიში ფეხბურთელებს, ფედერაციას, თქვენ, ყველა ადამიანს, ვინც ამ მატჩს ელოდა, რა თქმა უნდა, თამაშზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ევროპაზე მაკედონია გავიდა, ერთი გაიტანეს და ეს საკმარისი გამოდგა გამარჯვებისთვის, მაგრამ წინ არის ორი თამაში ერთა ლიგაზე“.

ცნობისთვის: ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები 0:1 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შანსი დაკარგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S