სინას ნახევარკუნძულზე ავიაკატასტროფას 6 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა
12/11/2020 19:58:14 მსოფლიო
სინას ნახევარკუნძულზე ვერტმფრენის ჩამოვარდნას 6 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევას მხოლოდ 1 ჯარისკაცი გადაურჩა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ავიაკატასტროფის მიზეზად ვერტმფრენის მექანიკური გაუმართაობა სახელდება.
”ამ ეტაპზე არ არსებობს ეჭვი, რომ ავიაკატასტროფა შესაძლოა, სხვა მიზეზით ყოფილიყო გამოწვეული”, - ნათქვამია გაერო–ს სამშვიდობო მისიის განცხადებაში.
ცნობისთვის: სინას ნახევარკუნძულზე 400-მდე ამერიკალი ჯარისკაცი გაერო–ს სამშვიდობო მისიის ფარგლებში იმყოფება.
მისია 1979 წელს დაიწყო - მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ეგვიპტემ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.


