Accentnews.ge
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დაიხურა

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დაიხურა

12/11/2020 17:18:58 საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ უფლისციხეში ვიზიტორების მიღება დროებით შეაჩერა.

როგორც ირკვევა, მუზეუმ-ნაკრძალის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო, მუზეუმის 24 თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა.

მუზეუმის თანამშრომლის დინა ნასყიდაშვილის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო დამთვალიერებელთა რაოდენობა ისედაც შემცირებული იყო, ახლა კი მუშაობის საერთოდ შეწყვეტა, რაც მეტ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს.

ჯერჯერობით უცნობია, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებლებისთვის როდის გაიხსნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S