Accentnews.ge
„სიკვდილიანობის ანალიზით, შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოდის პაციენტებზე, რომლებმაც სიმპტომებს ყურადღება არ მიაქციეს“

„სიკვდილიანობის ანალიზით, შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოდის პაციენტებზე, რომლებმაც სიმპტომებს ყურადღება არ მიაქციეს“

12/11/2020 16:01:45 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სიკვდილიანობის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ ლეტალობის მნიშვნელოვანი რაოდენობა ისეთ პაციენტებზე მოდის, რომლებმაც თავიანთ რესპირატორულ ავადმყოფობას ყურადღება არ მიაქციეს და მხოლოდ მდგომარეობის უკიდურესი დამძიმების შემდეგ მიმართეს ექიმს.

"ჩვენ გავაკეთეთ სიკვდილიანობის ანალიზი და ამაზე ვმსჯელობდით, რომ სიკვდილიანობის შემთხვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოდის იმ პაციენტებზე, რომლებიც დარჩნენ ბინაზე ან არ მიაქციეს ყურადღება თავიანთი რესპირაციული სიმპტომებით მიმდინარე ავადმყოფობას, ცხელებით მიმდინარე ავადმყოფობას და უკიდურესად დამძიმების შემდეგ მიმართეს მხოლოდ ექიმს და მოთავსდნენ საავადმყოფოში, პრაქტიკულად უკვე ტერმინალურ სიტუაციაში, როცა მათი გადარჩენა ვერ ხერხდება. [...]

მე სხვა კატეგორიაზე ვამბობ – მათზე, ვინც არ მიმართა ექიმს იმიტომ, რომ არ სჯეროდა კოვიდის არსებობის, არ ეგონა მას რომ დაავადება სჭირდა ტემპერატურის მომატებით და სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომებით; ფიქრობდა რომ მას ეს ხშირად ჰქონია, გაუვლის და ახლობლების რეკომენდაციებით იტარებდა თვითმკურნალობას", – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის: 12 ნოემბრის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსს ჯამში 599 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ბინაზეც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S