Accentnews.ge
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა

12/11/2020 15:52:58 საზოგადოება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე გარდაიცვალა,– ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2012-2016 წლების საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის – ავთანდილ ბერიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, თანამებრძოლებსა და საზოგადოებას, რომლის სამსახურშიც იყო სიცოცხლის ბოლომდე. ავთანდილ ბერიძემ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოსა და მის უსაყვარლეს კუთხეს – აჭარას მიუძღვნა. ეროვნული მოძრაობის დასაწყისშივე ის აქტიურად ჩაება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რომლის უმთავრეს პრინციპებს უშურველად უერთგულა. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პარალელურად, ყოველთვის იდგა იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც საქართველოს წინსვლა, აღმშენებლობა ცხოვრებისა და მოღვაწეობის უპირველესი მიზანი იყო“, – ნათქვამია უმაღლესი საბჭოს სამძიმრის წერილში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S