Accentnews.ge
"ყარაბაღში არანაირი თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება"

"ყარაბაღში არანაირი თურქი სამშვიდობოების გაგზავნა არ მოხდება"

12/11/2020 11:13:43 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თურქეთის სამშვიდობო მისია მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არ გაიგზავნება.

”თურქეთის რესპუბლიკის სამშვიდობო ნაწილები არ გაიგზავნება მთიან ყარაბაღში. ლიდერების მიერ ხელმოწერილ განცხადებაში გარკვევითაა ნათქვამი,“- განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, თურქი დამკვირვებლების მობილობის საზღვრები შემოიფარგლება იმ გეოგრაფიული კოორდინატებით, რომლებიც განისაზღვრება რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრის განსათავსებელად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც არ არის ყარაბაღთან ახლოს და რაზეც შეთანხმება დამატებით მოხდება.

ცნობისათვის: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემონარდუმს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განმახორციელებელი ერთობლივი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ-თურქული ერთობლივი ცენტრი აზერბაიჯანში განთავსდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S