თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
12/11/2020 10:50:15 საზოგადოება
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ერთ–ერთ საცხოვრებეკ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც "აქცენტს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, პინაში ნაპოვნია ერთი ცხედარი.
"ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია“, - აცხადებენ უწყებაში.
ხანძარი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა. ადგილობრივების განცხადებით, მათ ჯერ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს, შემდეგ კი ცეცხლი შენიშნეს.


