Accentnews.ge
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება

12/11/2020 07:04:14 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 3120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 033 - თბილისში. გარდაიცვალა 33 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 358.

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1033 ;
  • აჭარა – 502;
  • იმერეთი – 517;
  • ქვემო ქართლი – 192;
  • შიდა ქართლი – 126;
  • გურია– 95;
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი – 332;
  • კახეთი – 100;
  • მცხეთა-მთიანეთი – 107;
  • სამცხე-ჯავახეთი – 95;
  • რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 21;

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 16 887 აქტიური შემთხვევაა. 4 918 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 31 - კოვიდ-სასტუმროში, 8 658 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 506 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 652–ს შეადგენს. მათგან 329 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 52 169 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 599 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S