ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 3100–ს გადააჭარბა
12/11/2020 07:02:37 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 3000–ს გადააჭარბა. გასული დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 33 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 3 120 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 2 358 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 52 169 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 599 გარდაიცვალა.


