დღეიდან თურქეთში ქუჩებში თამბაქოს მოწევა იკრძალება
12/11/2020 06:00:27 მსოფლიო
დღეიდან თურქეთში ხალხმრავალ საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოწევა იკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილების მიზეზად ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება სახელდება.
"აკრძალვის მიზანი მოქალაქეების მიერ პირბადის ტარების წესების სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფაა. 12 ნოემბრიდან მოწევა აიკრძალება ქუჩებში, გამზირებზე, საზოგადოებრივ მოედნებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე", – აცხადებენ ქვეყნის შსს–ში.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 402 053 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 11 145 ადამიანი გარდაიცვალა.


