კოვიდ–ინფიცირებული, რომელიც ბათუმის საავადმყოფოს მე–3 სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა
12/11/2020 05:01:22 საზოგადოება
კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე–3 სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, 73 წლის მამაკაცს გადმოვარდნის შედეგად მრავლობითი დაზიანები ჰქონდა, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მამაკაცი სამედიცინო დაწესებულების მესამე სართულიდან გუშინ გადავარდა. პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა. იგი ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი იყო. შემთხვევის მიზეზი უცნობია.


