ლონდონში სავარაუდო ტერაქტის მომწყობი დაკავებულია
12/11/2020 05:50:53 მსოფლიო
მამაკაცი, რომლის ავტომობილი წუხელ ლონდონში, ედმონტონის პოლიციის განყოფილების შენობაში შევარდა, დაკავებულია.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორია ალყაში მოაქციეს.
გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, სოცქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებზეც მამაკაცი ხანძრის მოწყობას ცდილობს. შემდგომში მას აკავებენ.
მომხდარის მიზეზებისა და დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
ცოტა ხნით ადრე, საფრანგეთისა და ავსტრიის ტერაქტების შემდეგ, მიმდინარე თვეში ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულამდე” გაზარდეს, რაც თავდასხმების შესაძლებლობააზე მიანიშნებს. ამასთან ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავდა, რომ მონაცემები კონკრეტული თავდასხმის მზადების შესახებ არ ჰქონდა.


