Accentnews.ge
"ბათუმის საავადმყოფოს მე–3 სართულიდან კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა"

"ბათუმის საავადმყოფოს მე–3 სართულიდან კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა"

11/11/2020 18:50:13 საზოგადოება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცნობით, კლინიკის მესამე სართულიდან კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა.

„73 წლის მამაკაცი თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა. იგი ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი გახლავთ და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – ნათქვამია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში დაავადებამ 45 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა,566 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S