Accentnews.ge
ცერცვაძის განცხადებით, ქართველი ეპიდემიოლოგები ნოემბრის თვისთვის დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ

ცერცვაძის განცხადებით, ქართველი ეპიდემიოლოგები ნოემბრის თვისთვის დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ

11/11/2020 14:37:54 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქართველი ეპიდემიოლოგები ნოემბრის თვისთვის დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 3000–ს გადააჭარბოს.

„ხედავთ, რომ ფიქსირდება ინფიცირების ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებლები. ჯერ–ჯერობით, ეს რაოდენობა მუდმივად მზარდია. როგორც ეპიდემიოლოგები და ამ საქმის სპეციალისტები გვეუბნებიან, პროგნოზი ისეთია, რომ ეს მატება შესაძლოა, ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდეს და შესაძლოა, ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 3 000-ს გადასცილდეს. ბუნებრივია, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს და პირველ რიგში, კლინიკურ სექტორს, რამეთუ ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა არის პირდაპირი დატვირთვა კლინიკური სექტორისთვის. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხვედრი, მთელ მსოფლიოში ასეა. მსოფლიოში ყოველ დღე მყარდება ახალი შემთხვევების რეკორდი, ასევე მყარდება სიკვდილიანობის რეკორდები. ევროპის, აშშ-ის ქვეყნები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. იგივე ხდება საქართველოშიც. საქართველოში შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის იმიტომ, რომ ჩვენგან განსხვავებით, ევროპაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი „ლოკდაუნი“, – განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში დაავადებამ 45 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა, ვირუსისგან 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა,566 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S