Georgian Airways-მა ნოემბერში რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები გააუქმა
11/11/2020 13:33:46 საზოგადოება
Georgian Airways-მა ნოემბერში რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები გააუქმა.
აღნიშნულის მიზეზად ავიაკომპანია კორონავირუსის გამო რიგი ქვეყნების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს.
გაუქმებული ფრენების განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:
- 22 ნოემბერი – თბილისი-ვენა-თბილისი
- 18, 25 ნოემბერი – თბილისი-ბერლინი-თბილისი;
- 13, 20, 27 ნოემბერი – თბილისი-პარიზი-თბილისი;
"დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სალაროებსა და გაყიდვების ოფისებს. გადაჯავშნა, ან ვაუჩერის მოთხოვნა შესაძლებელია შემდეგ მეილებზე: info@georgian-airways.com ; online@georgian-airways.com , – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.


