Accentnews.ge
გერმანიაში საქართველოს საელჩო მგზავრთა საყურადღებოდ ინსტრუქციას აქვეყნებს

გერმანიაში საქართველოს საელჩო მგზავრთა საყურადღებოდ ინსტრუქციას აქვეყნებს

11/11/2020 08:07:05 საზოგადოება

გერმანიაში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს იმ მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთაც ფრენა საქართველოში ან საქართველოდან ღამის საათებში აქვთ დაგეგმილი:

„საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ღამის საათებში (22:00-05:00) დაგეგმილი ფრენების მგზავრებმა და მათმა დამხვდურმა/გამცილებელმა პირებმა რეისამდე მინიმუმ, რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკონ მთავრობის ცხელი ხაზის ნომერზე 144 (1), რათა რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე მიიღონ ერთჯერადი ნებართვა, რომლის საშუალებითაც შეძლებენ სახლიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით გადაადგილებას.

ასევე შესაძლებელია აეროპორტის ტაქსით სარგებლობა, რადგან მათზე გაცემულია ღამის საათებში გადაადგილების ნებართვა“,– ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S