ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება
11/11/2020 07:03:45 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1056 - თბილისში. გარდაიცვალა 45 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 421.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1056 ;
- აჭარა – 476;
- იმერეთი – 469;
- ქვემო ქართლი – 201;
- შიდა ქართლი – 134;
- გურია– 76;
- სამეგრელო– ზემო სვანეთი –294;
- კახეთი – 69;
- მცხეთა-მთიანეთი – 19;
- სამცხე-ჯავახეთი – 92;
- რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 25;
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 16 158 აქტიური შემთხვევაა. 4 878 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 181 - კოვიდ-სასტუმროში, 8 099 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2656 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 632–ს შეადგენს. მათგან 306 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა,566 გარდაიცვალა.


