რატიანი: „დამატებითი პაციენტის მისაღებად არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია“
10/11/2020 22:40:20 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი აცხადებს, რომ კლინიკა ამ დროისთვის გადატვირთულია და ახალი პაციენტების მიღების რესურსი აღარ აქვს.
„ჩემი კლინიკის მაგალითზე შემიძლია, გითხრათ, რომ არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია, დამატებითი პაციენტი მივიღოთ, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრი – ამის საშუალება კლინიკას ამ ეტაპზე არ გააჩნია. მაქსიმალურად დატვირთულები ვართ. იცით, რომ სამწუხაროდ, მედპერსონალიც დაინფიცირებულია. ისინიც ადამიანები არიან, როგორც საზოგადოების სხვა წევრები, ამიტომ არანაირი რესურსი, მივიღოთ პაციენტი, ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია“,– განუხადა რატიანმა „იმედს“.
ექიმი მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვის თხოვნით მიმართავს:
„ჩვენცგვაქვს რესურსი – სამედიცინო პერსონალს, ექიმებს. სავარაუდოდ, ჩვენც გავხდებით ავად, ჩვენც გამოვიფიტებით, ამიტომ ჩვენი მომხედვარიც არავინ იქნება ამ ქვეყანაში“.
ცნობისთვის: ნოემბრიდან საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულების დღიური ნამატი 2 000–ს აჭარბებს. დაავადებათა კონტროლის ცნტრი კორონაირუსული ინფექციის პიკს ნოებრის მეორე ნახევრიდან პროგნოზირებს. ნავარაუდევია, რომ ამ პერიოდში დღიური ნამატი 4–5 ათასის ფარგლებში იქნება.


