Accentnews.ge
თურქეთში შეზღუდვები მკაცრდება

თურქეთში შეზღუდვები მკაცრდება

10/11/2020 21:01:10 მსოფლიო

თურქეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება. კერძოდ, სტამბოლსა და ანკარაში 65 წელს გადაცილებულ პირებს გარეთ გასვლა მხოლოდ დილის 10:00 სთ-დან 16:00 სათ–მდე შეეძლებათ.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ გარკვეული პროფესიის, მათ შორის – საჯარო მოხელეების, ჯანდაცვის სფეროსა და ფარმაცევტულ კომპანიებში დასაქმებული პირებისთვის.

გასულ კვირას თურქეთში საღამოს 22:00 სთ–მდე შეიზღუდა სხვადასხვა ობიექტის მუშაობა, მათ შორის – რესტორნების, კაფეების, თეატრებისა და სილამაზის სალონების.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S