Accentnews.ge
თბილისის მერიამ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიამ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

10/11/2020 17:30:30 საზოგადოება

თბილისის მერიის ცნობით, შპს თბილსერვის ჯგუფმა დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. შესაბამისი სამუშაოები პირველ ეტაპზე, დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა.

"კინოთეატრ საქართველოდან მეტროსადგურ სარაჯიშვილამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება", - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S