Accentnews.ge
სომხეთის პატრიარქი ხელისუფლებას ყარაბაღის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისკენ, ხოლო მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

სომხეთის პატრიარქი ხელისუფლებას ყარაბაღის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისკენ, ხოლო მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

10/11/2020 08:15:04 მსოფლიო

სომხეთის პატრიარქი გარეგინ მეორე ხელისუფლებას ყარაბაღის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისკენ, ხოლო მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„სომხეთისა და არცახის ხელმძღვანელობებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ წარუდგინონ ჩვენს ხალხს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებული და სათანადო ახსნა-განმარტება. რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა, მათ მივმართო: ეროვნული ერთიანობის დასაცავად შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავი შეიკავეთ ემოციების გადაჭარბებული გამოხატვისგან. ძალადობა და არეულობა თავიდან უნდა ავიცილოთ", – აცხადებს სომხეთის პატრიარქი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან 10 ნოემბრის 01:00-დან ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.

იხილეთ ასევე: 26-წლიანი კონფლიქტის დასასრული: ყარაბაღში რუსული ჯარი დგება, ერევანში კი არეულობა დაიწყო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S