ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება
10/11/2020 07:02:04 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 130 - თბილისში. გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 348.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 130;
- აჭარა – 653;
- იმერეთი – 463;
- ქვემო ქართლი – 90;
- შიდა ქართლი – 105;
- გურია– 67;
- სამეგრელო– ზემო სვანეთი – 202;
- კახეთი – 94;
- მცხეთა-მთიანეთი – 93;
- სამცხე-ჯავახეთი – 49;
- რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 24;
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 15 713 აქტიური შემთხვევაა. 4 709 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3 066 - კოვიდ-სასტუმროში, 7 938 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 2 982 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 656–ს შეადგენს. მათგან 341 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 63 650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 47 390 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 521 გარდაიცვალა.


