ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა
10/11/2020 06:26:11 საზოგადოება
ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა. ავთანდილ ოსეფაიშვილს დაავადება ოქტომბრის ბოლოს დაუდასტურდა.
როგორც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, 59 წლის პაციენტს პნევმონია და სხვა თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც ოსეფაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


