ტრამპმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი გადააყენა
09/11/2020 20:27:06 მსოფლიო
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი თანამდებობიდან გადააყენა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა.
ტრამპს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხდება, თუმცა შედეგებს არ აღიარებს, ესპერის გადაყენების მიზეზები არ განუმარტავს.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად კრისტოფერ მილერი დაინიშნა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრს ედგა სათავეში.


