Accentnews.ge
Pfizer/BioNTech: "ჩვენი წარმოების Covid-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%–იანი ეფექტურობა აჩვენა"

Pfizer/BioNTech: "ჩვენი წარმოების Covid-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინამ 90%–იანი ეფექტურობა აჩვენა"

09/11/2020 13:44:00 მსოფლიო

გერმანულ – ამერიკული წარმოების Covid-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინამ BNT162 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიები Pfizer და BioNTech ავრცელებენ.

კერძოდ, მათი ცნობით, ვაქცინის მესამე ეტაპის კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, BNT162​კორონავირუსით ინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს. ამასთან, კომპანიების განცხადებით, ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ ჰქონია.

ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის მე-3 ეტაპი ამჟამად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მასში 43 000-ზე მეტი პირია ჩართული.

მწარმოებელი კომპანიების განცხადებით, დასკვნითი ეტაპის მონაცემების შეგროვება ნოემბრის მესამე კვირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი პრეპარატი დასამტკიცებლად მარეგულირებლებს გაეგზავნება. მათივე ცნობით, სწრაფი ლიცენზირების პირობებში პრეპარატის პირველ დოზები წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ვაქცინა სახელწოდებით BNT162 გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ BioNTech, ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer–თან ერთად შექმნა.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 50 738 093 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 262 132 ადამიანი იმსხვერპლა. 35 795 461 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 60 680 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 45 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 499 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S