Accentnews.ge
ამინდის 10–13 ნოემბრის პროგნოზი

ამინდის 10–13 ნოემბრის პროგნოზი

09/11/2020 11:23:18 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-13 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9-10 ნოემბერს +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 11-13 ნოემბერს – +10, +15 გრადუსი.

თბილისში 9-10 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 11-13 ნოემბერს მოსალოდნელია მცირე წვიმა. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 9-10 ნოემბერს +16, +18 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13 ნოემბერს – +13, +15 გრადუსი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S