Accentnews.ge
იმნაძე– წყლის ჭავლის გამოყენებაზე: "სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს"

იმნაძე– წყლის ჭავლის გამოყენებაზე: "სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს"

09/11/2020 10:50:35 საზოგადოება

"სამწუხაროდ კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს", – ასე უპასუხა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კითხვას გუშინდელი აქციის დროს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ.

"კანონის წინაშე ყველა მოქალაქეა პასუხისმგებელი", – დასძინა მან.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 470 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 60 680 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 45 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 499 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S