Accentnews.ge
"გვარამიას ანდაზას შევუთვლი, – "ვიღაცისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო"

"გვარამიას ანდაზას შევუთვლი, – "ვიღაცისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო"

09/11/2020 10:36:32 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "მთავარი არხის" გენდირექტორს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რიგი ადამიანები ცდილობენ, იგი პოლიტიკაში ჩართონ.

"ჩვენ ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები. ჩვენ ვართ ჩართულები ყველაზე უფრო წინა ხაზზე ამ უზარმაზარ გამოწვევასთან. პანდემია არ ჩერდება და ექიმებს თავი დავანებოთ და ნუ ვრთავთ პოლიტიკაში. პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას. თუმცა პოლიტიკურ პროცესს ვერავინ შეაჩერებს ამ ქვეყანაში. მეორეს მხრივ, დაგვანებეთ ექიმებს თავი, ჩვენი საქმე გაგვაკეთებინეთ. გუშინ რაც ბატონმა გვარამიამ ჩემთან დაკავშირებით იკადრა, მე მას პასუხს არ ვცემ... სულ ცდილობენ, რომ როგორმე პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ. არა ბატონებო, არ გავეცი პასუხი, რადგან პოლიტიკური ქვეტექსტით დამისვეს კითხვა. გვარამიას გუშინდელი საქციელის საპასუხოდ შემდეგ ქართულ ანდაზას შევუთვლი: "ვიღაცისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო". მე ვარ აპოლიტიკური პიროვნება და ჩემთვის მტავრია ჩემი ქვეყანა", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის ჯანმრთელობას რესპირაციული ვირუსის სეზონზე სიცივეც, თოვლიც და წყალიც უშლის ხელს ისევე, როგორც და ხელს უშლის ის დიდი შეკრებები, რაც ხდება.

"გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებებს შორის ერთ–ერთი უპირველესია, თუმცა გამოხატვის თავისუფლებაზე უფრო მაღალი უფლება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. ვერავინ ვერ აუკრძალავს ადამიანს ამ უფლებას, თუმცა ამავდროულად დაცული უნდა იყოს ყველა პრევენციული ღონისძიება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ პანდემიის პერიოდში. ასეთი დიდი თავყრილობები და შემდგომ უკვე უმართავი, დაუცველი პროცესები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას. ამას ჩვენ დავინახავთ 5–7 დღის შემდეგ", – დასძინა გამყრელიძემ.

გუშინ "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ქვეყნის მთავარ ეპიდემილოგ თენგიზ ცერცვაზე, ასევე დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს არ სურთ კომენტარის გაკეთება, არის თუ არა ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხე ნოემბრის ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება". მოგვიანებით, ნიკა გვარამიამ ცერცვაძე–გამყრელიძეზე შემდეგ განაცხადა: "ორი არაპროფესიონალი და არაკაცი, სამედიცინო ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ორი პოლიტიზირებული ნაძირალა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S