აშშ-ში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
09/11/2020 09:02:47 მსოფლიო
აშშ-ში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ისტორიულ მინიმუმამდე – 2,78%–მდე შემცირდა,– იუწყება Freddie Mac.
2019 წელს 30-წლიან იპოთეკური სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა წლიურად 3,69%-ს, 2018 წელს – 4,54%-ს. ამ დროისთვის კი 15-წლიან კრედიტებზე 2,32%-იანი განაკვეთი მოქმედებს, 5-წლიანზე – 2,89%. ამრიგად, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1971 წლის შემდეგ, როდესაც საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა.


