ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
09/11/2020 07:00:10 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 470 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 60 680 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 45 042 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 499 გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება


