Accentnews.ge
მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა

09/11/2020 04:30:44 მსოფლიო

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 50 738 093 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 262 132 ადამიანი იმსხვერპლა. 35 795 461 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 57 753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 42 572პაციენტი გამოჯანმრთელდა, 475 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S