Accentnews.ge
„ტყუილი მიუღებელია!“ – ქათამაძე და გულედანი აქციაზე მისვლის მიზეზებს განმარტავენ

„ტყუილი მიუღებელია!“ – ქათამაძე და გულედანი აქციაზე მისვლის მიზეზებს განმარტავენ

08/11/2020 14:47:33 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაში ქართველი ხელოვანებიც მონაწილეობენ, მათ შორისაა ცნობილი მომღერალი ნინო ქათამაძე.

„ტყუილი მიუღებელია – როდესაც შენ მოტყუებული ხარ! როდესაც შენ თანმიმდევრულად მიჰყვები მთელ რიგ პროცედურებს, რადგან არ გინდა, მუდმივი ფორმა ჰქონდეს ქუჩაში დგომას; როდესაც მთელი წლები უძლებ, თან თავის დროზე არსებული პოლიტიკური ელიტის სასარგებლოდ მიეცი ხმა, მაგრამ მთელს ამ გზაზე ნობა აბსოლუტურად უაყოფილ იქნა, შენ კი სახტად, მშიერ, ტკივილიან ადამიანებთან მარტო დარჩი და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, ამ დროს რთული და უსამართლოა, ჩუმად იყო, იჯდე სახლში ტელევიზორთან, თითქოს შენი გასაკეთებელი, როგორც ყოველთვის, სხვამ უნდა გააკეთოს“,– ამგვარად განმარტა აქციაზე მისვლის მოტივაცია მომღერალმა.

კიდევ ერთი მომღერალი აჩიკო გულედანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია მოქალაქეთა ნაწილის პოზიცია, თითქოს პოლიტიკა მათ არ ეხებათ:

„ნებისმიერი პირი, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკა მას არ ეხება, თავს იტყუებს: არ შეიძლება, შენ არ გეხებოდეს, როდესაც თავისუფლებას გართმევენ. თუ ეს არ გეხება, მონა ხარ! ჩვენ, თავისუფალმა მოქალაქეებმა ამ მონებისთვისაც – ყველასთვის უნდა ვიბრძოლოთ. რაც მთავარია, ეს [ვინც პროტესტს გამოხატავს რუსთაველზე – რედ.] მრავალფეროვანი საზოგადოებაა“.

ცნობისთვის: რუსთაველის განზირზე შეკრებილი მოქალაქეები და ოპოზიციონერი ლიდერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S