Accentnews.ge
მედია – პუტინი 2021 წელს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას გეგმავს

მედია – პუტინი 2021 წელს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას გეგმავს

08/11/2020 14:26:44 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2021 წელს თანამდებობის დატოვებას გეგმავს, – იუწყება "The New York Post".

მისივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. კერძოდ, რუსმა პოლიტოლოგმა ვალერი სოლოვეიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ პრეზიდენტს შესაძლოა, პარკინსონის დაავადება ჰქონდეს.

"ბოლო პერიოდში პრეზიდენტს ამ დაავადებისთვის [პარკინსონი] დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. პუტინის ქალიშვილები და მისი მეგობარი ქალი ალინა კაბაევა კრემლის ლიდერს მოუწოდებენ, დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. ოჯახს პუტინზე დიდი ზეგავლენა აქვს. ჩემი ინფორმაციით, იგი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებას 2021 წლის იანვარში გეგმავს", – განაცხადა სოლოვეიმ.

ცნობისთვის: ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ზედიზედ მეორე ვადით (საერთო ჯამში, მეოთხედ) იმყოფება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S