ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ექვსი რეგიონი რჩება
08/11/2020 07:13:03 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში COVID-19–ით ავადობის ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა. კერძოდ, რეგიონების მიხედვით კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევებით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 1 060,
აჭარა – 461,
იმერეთი – 340,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 369,
ქვემო ქართლი – 181,
შიდა ქართლი – 199,
გურია – 68,
კახეთი – 94,
მცხეთა-მთიანეთი – 78,
სამცხე-ჯავახეთი – 45,
რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 6.
გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსულმა ინფექციამ თბილისში 14 ადამიანი იმსხვერპლა, აჭარაში – შვიდი, იმერეთში – რვა, შიდა ქართლში – სამი, ქვემო ქართლში – ერთი, კახეთში – ერთი.
სადღეისოდ ქვეყნის მასშტაბით კოვიდ–ინფიცირების 14 680 აქტიური შემთხვევაა. მათგან 4 691 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმეა 641 პაციენტის მდგომარეობა, კრიტიკული – 322 პაციენტის.
ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი ინფიცირების 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 799.


