საქართველოს დღიურ მონაცემებში COVID-19–ის ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა
08/11/2020 06:56:15 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი ინფიცირების 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 799.
ჯამში, ქვეყანაში COVID-19–ით ავადობის 57 753 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 475 პაციენტი გარდაიცვალა, 42 572 მოქალაქე გამოჯანმრთელდა.


