Accentnews.ge
ბაიდენი გამარჯვებაში დარწმუნებულია

ბაიდენი გამარჯვებაში დარწმუნებულია

07/11/2020 11:17:52 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, თუმცა თავი გამარჯვებულად არ გამოუცხადებია.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ხმათა გადანაწილების შედეგების მიხედვით, იგი წარმომადგენლების 300-ზე მეტ ხმას მიიღებს – ანუ, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მნიშვნელოვანი უპირატესობით მოუგებს.

ამასთან, ბაიდენმა მიმართა იმ ამერიკელებს, რომლებმაც “რესპუბლიკელებს” მისცეს ხმა, რომ ისინიც მისი მოკავშირეები არიან: «ჩემი, როგორც პრეზიდენტის პასუხისმგებლობა, მოიცავს მთელს ერს. ისეთივე ჟინით ვიმუშავებ თქვენთვისაც, ვინც ჩემს წინააღმდეგ მიეცით ხმა», – განაცხადა, “ამერიკის ხმის” ცნობით, დემოკრატმა კანდიდატმა.

7 ნოემბრის დილის მონაცემებით, ბაიდენს წარმომადგენლების 253 ხმა ჰქონდა, ტრამპს - 214. გამარჯვებისთვის კი კანდიდატს წარმომადგენელთა კოლეგიაში 270 ხმა სჭირდება. ამასთან, ბაიდენი ლიდერობს არიზონას, ჯორჯიას, ნევადას და პენსილვანიის შტატებშიც, სადაც ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

თავის მხრივ, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბაიდენი “ტვიტერში” გააფრთხილა, რომ თავისი გამარჯვების შესახებ არ უნდა გამოაცხადოს. «მეც შემიძლია ამის გამოცხადება. იურიდიულად, პროცედურები ჯერ ახალდაწყებულია», - წერს ტრამპი.

მანამდე ტრამპმა ეჭვი გამოთქვა ფოსტით მიღებულ ხმათა დათვლასთან დაკავშირებით. მისი საარჩევნო შტაბი გეგმავს, გაასაჩივროს ყველა იმ საარჩევნო კომისიის მონაცემები, სადაც მოქმედი პრეზიდენტი საფოსტო კენჭისყრის შედეგებით აგებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S