Accentnews.ge
მეორე დღეა, რუსეთში კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური ნამატი 20 ათასს სცდება

მეორე დღეა, რუსეთში კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური ნამატი 20 ათასს სცდება

07/11/2020 11:01:29 მსოფლიო

მეორე დღეა, რუსეთში კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური ნამატი 20 ათასს სცდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 20 396 შეადგინა, - იუწყება კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი და დასძენს, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყების მომენტიდან.

სულ ქვეყანაში პანდემიის დაწყების დროიდან 1 753 836 კოვიდ-ინფიცირებულია აღრიცხული, მათგან 1 312 927 გამოჯანმრთელდა, “ათობით ათასი გარდაიცვალა” – იუწყება შტაბი და გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ მურაშენკოს განცხადებით კი, სადღეისოდ ქვეყნის მასშტაბით აქტიური შემთხვევების რაოდენობა 900 ათასს აღწევს, ამასთან, პაციენტთაგან კლინიკებში მხოლოდ 250 ათასი მკურნალობს.

უნდა აღინიშნოს, რომ მურაშენკოს მიერ მოყვანილი ციფრები თითქმის ორჯერ აჭარბებს ოპერატიული შტაბის მონაცემებს – შტაბის მტკიცებით, ამ დროისთვის ქვეყანაში მხოლოდ 410 ათასი აქტიური შემთხვევაა.

ქვეყნის ბევრ რეგიონში კლინიკებში ადგილების შევსების, ასევე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებისა და მედიკოსების დეფიციტის შესახებ იუწყებიან, რის გამოც უამრავი პაციენტი უყურადღებოდ რჩებათ.

მოსკოვის კლინიკა “კომუნარკაში”, სადაც კოვიდ-ინფიცირებულებს მკურნალობენ, თავისუფალი ადგილები ასევე აღარ არის, - განაცხადა ჯერ კიდევ 5 ნოემბერს მთავარმა ექიმმა დენის პროცენკომ.

მთლიანობაში კი მოსკოვში 5 ნოემბრისთვის კოვიდ-პაციენტთათვის გათვალისწინებული სპეციალიზებული ადგილების 70% იყო შევსებული, რის შესახებაც ТАСС-ს მაშინ ქალაქის ვიცე-მერმა ანასტასია რაკოვამ აცნობა.

პანდემიის დაწყების დროიდან მსოფლიოში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 49 322 827-ს შეადგენს, გარდაცვლილია 1 242 868 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 32 480 626, - იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ეროვნული მთავრობების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S