9 ნოემბრიდან საქართველოს 7 ქალაქში საბავშვო ბაღები დაიხურება
07/11/2020 10:24:51 საზოგადოება
9 ნოემბრიდან საქართველოს 7 ქალაქში საბავშვო ბაღები დაიხურება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ფუნქციონირებას დროებით შეწტყვეტენ როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები.
ხელისუფლება აღნიშნული შეზღუდვის დაწესების მიზეზად ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2754 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 54 852 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 39 773 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 441 გარდაიცვალა.


