ბოლო 24 საათში თბილისში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
07/11/2020 07:38:05 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2 859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 1 197 - თბილისში. გარდაიცვალა 18 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2754.
ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 197;
- აჭარა – 620;
- იმერეთი – 438;
- ქვემო ქართლი – 109;
- შიდა ქართლი – 62;
- გურია–63;
- სამეგრელო– ზემო სვანეთი – 138;
- კახეთი – 94;
- მცხეთა-მთიანეთი – 38;
- სამცხე-ჯავახეთი – 72;
- რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 28
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 14 612 აქტიური შემთხვევაა. 4 670 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 2 599 - კოვიდ-სასტუმროში, 7 343 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 3 015 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 585–ს შეადგენს. მათგან 345 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 54 852 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 39 773 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 441 გარდაიცვალა.


