Accentnews.ge
Facebook-მა "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული ანგარიშების ქსელი გააუქმა

Facebook-მა "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული ანგარიშების ქსელი გააუქმა

06/11/2020 11:28:15 საზოგადოება

Facebook-მა "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული ფეისბუქ-ჯგუფების, გვერდებისა და ანგარიშების ქსელი გააუქმა.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) განცხადებით, ეს ჯგუფები და ანგარიშები (2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე) აწარმოებდნენ დეზინფორმაციის კამპანიას პროდასავლური ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ხელს უწყობდნენ "პატრიოტთა ალიანსის" ანტიდასავლური და პრორუსული დღის წესრიგის გავრცელებას, ეთნიკური შუღლის გაღვივებას და ამასთანავე, ავრცელებდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მხარდამჭერ ინფორმაციას.

DFRLab-ს ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული ჯგუფები ქმნიდნენ ახალ, მეინსტრიმ ფეისბუქ-გვერდებს და წვდომის გაზრდის შემდეგ პირდაპირ ავრცელებდნენ "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული სააგენტოების მიერ შექმნილ მასალებს. ამასთან, ხსენებულ პარტიასთან დაკავშირებული ჯგუფები ქმნიდნენ სხვადასხვა მიმართულების, მაგალითად, სპორტულ გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც შემდგომ პირდაპირ "პატრიოტების" სააგენტოებში შექმნილ მასალებს ავრცელებდნენ. აღნიშნულის მაგალითებად კვლევაში მოყვანილია: Tinp.ge ; Sportvideo.ge ; Footballs.ge ; Sportery.ge ; Blogsport.ge; Dailyinfo.ge და ა.შ

DFRLab-ს ცნობით, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საიტის ლინკი - Dailyinfo.ge, Sportery.ge და blogsport.ge - რეგისტრირებულია ერთი და იგივე სახელით და გვარით - "ბექა წულაია"-თი.

ამასთან, DFRLab-მა გამოავლინა, რომ "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული ხსენებული გვერდები პირდაპირაა დაკავშირებული პროსახელისუფლებო მედიაგამოცემა PosTv-სთან. DFRLab-ს ინფორმაციით, PosTv-ს სოციალური მარკეტინგის მენეჯერი გიორგი ამაშუკელი Sportery.ge-ს თანამფლობელია. ამაშუკელი და წულაია კი ერთად Dailyinfo.ge-ს ადმინისტრატორები არიან.

DFRLab–ს ცნობით, Dailyinfo.ge-ს თავდაპირვლეად "Milan Georgia Fans" ერქვა, თუმცა 2020 წლის 6 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მას სახელი გადაარქვეს და ახალი ამბების სააგენტოდ აქციეს. თავის მხრივ, Dailyinfo.ge, Sportery.ge, Blogsport.ge და Tinp.ge ერთი და იგივე ვებ–გვერდების კომპანიის - Studio GB-ს მიერაა შექმნილი.

Facebook-მა ასევე 54 მომხმარებლის ანგარიში გააუქმა, რომელთა ნაწილიც, პირდაპირ "პატრიოტთა ალიანსის" დღის წესრიგის გავრცელებით იყო დავაკებული. კვლევის მიხედვით, "ისინი აღვივებდნენ კრემლისტურ სენტიმენტებს და ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ განწყობებს.

მთლიანობაში Facebook-მა ამ ქსელის გამოვლენის შემდეგ 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და "ინსტაგრამის" 21 ანგარიში წაშალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S