Accentnews.ge
გამყრელიძის განცხადებით, გრიპზე აცრა იმ პირებსაც შეუძლიათ, რომლებიც რისკ–ჯგუფებში არ შედიან

გამყრელიძის განცხადებით, გრიპზე აცრა იმ პირებსაც შეუძლიათ, რომლებიც რისკ–ჯგუფებში არ შედიან

06/11/2020 10:41:24 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება იმ პირებსაც შეუძლიათ, რომლებიც რისკ–ჯგუფებში არ შედიან.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რისკ–ჯგუფებში შემავალ პირებს ვაქცინის გაკეთება სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე შეუძლიათ.

"რისკ–ჯგუფებისთვის ვაქცინის საფასურს სახელმწიფო ფარავს და დაუშვებელია, ამ ჯგუფში შემავალ პირს აცრის საფასური მოსთხოვონ. ეს არის დანაშაული და ამის ჩამდენი პირი უნდა დაისაჯოს", – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც რისკ–ჯუფებში არ არიან, გამყრელიძემ შემდეგი განაცხადა:

"იგივე 4–კომპონენტიანი და იგივე წარმოების (ფრანგული) ვაქცინა, რომელიც სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში გვაქვს, უკვე შემოსულია კერძო სექტორშიც და სასურველია, აცრა გაიკეთონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც რისკ–ჯგუფებში არ შედიან".

მისი თქმით, კერძო კლინიკებში აცრის სანაცვლოდ მოქალაქეს თანხის გადახდა მოუწევს.

ამირან გამყრელიძე რისკ-ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S