Accentnews.ge
საფრანგეთში კოვიდ-საწინააღმდეგო შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა

საფრანგეთში კოვიდ-საწინააღმდეგო შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა

06/11/2020 09:06:06 მსოფლიო

ეპიდვითარების გაუარესების გამო საფრანგეთმა შეზღუდვები გაამკაცრა. კერძოდ, დღეიდან პარიზში რესტორნებსა და კაფეებს საღამოს 22:00 სთ–დან დილის 06:00 სთ–მდე მიტანის სერვისი და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაც აეკრძალათ.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბრიდან საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. რესტორნები და ბარები დაკეტილია, თუმცა აქამდე მათ მიტანის სერვისის განხორციელება 24 საათის განმავლობაში შეეძლოთ.

საგანგებო მდგომარეობის დროს საფრანგეთში მოქალაქეებს

  • სახლის დატოვების შემთხვევაში კვლავ მოსთხოვენ საბუთს;
  • რეგიონებს შორის მიმოსვლა ეკრძალებათ;
  • სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს (როგორიცაა საკვების ან წამლების შეძენა) შეეძლებათ;
  • სახლის დატოვების უფლება ყოველდღე, 1 საათით აქვთ ვარჯიშისთვის;.
  • რესტორნები და ბარები დაკეტილია.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, პანდემიის პირველ ეტაპზე სკოლების უმეტესობა ფუნქციონირებას გააგრძელებს. უნივერსიტეტები კი ონლაინ–სწავლების რეჟიმს დაუბრუნდებიან.

მისივე თქმით, დაკრძალვის ცერემონიები არ იკრძალება.

"ყოველ 2 კვირაში განვიხილავთ საგანგებო მდგომარეობის შემოღების შედეგებს და როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 5000–მდე დაიკლებს, შეზღუდვებს ეტაპობრივად შევამსუბუქებთ", – დასძინა მაკრონმა.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში 58 046 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საფრანგეთს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ამ ეტაპზე ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული ჰყავს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 39 037 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 601 367 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S