Accentnews.ge
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ოთხი რეგიონი რჩება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, „ცხელ კერად“ საქართველოს ოთხი რეგიონი რჩება

06/11/2020 07:03:40 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, 976 - თბილისში. გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560.

ახალი შემთხვევები დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 044;
  • აჭარა – 503;
  • იმერეთი – 526;
  • ქვემო ქართლი – 207;
  • შიდა ქართლი – 177;
  • გურია–89;
  • სამეგრელო– ზემო სვანეთი – 117;
  • კახეთი – 36;
  • მცხეთა-მთიანეთი – 43;
  • სამცხე-ჯავახეთი – 25;
  • რაჭა-ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 8

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 14 525 აქტიური შემთხვევაა. 4 618 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 2 438 - კოვიდ-სასტუმროში, 7 469 - ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 3 094 ადამიანი იმყოფება. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 619–ს შეადგენს. მათგან 336 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S