საქართველოში კოვიდ-ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 50 000–ს გადააჭარბა
06/11/2020 06:59:49 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 50 000–ს გადააჭარბა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი.


