ბოლო 24 საათში აშშ–ში კოვიდ-ინფიცირების 120 000–ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
06/11/2020 06:07:43 მსოფლიო
ბოლო 24 საათში აშშ–ში კოვიდ-ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადების 120 000–ზე მეტი ახალი შემთხვევაა აღრიცხული. დაავადებამ კიდევ 1 226 ადამიანი იმსხვერპლა.
ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყნის 36 შტატში რეკორდულად გაიზარდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში კოვიდ-ინფიცირების 9 919 522 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 765 966 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 240 953 გარდაიცვალა.


