Accentnews.ge
მგზავრებს მეტროს სადგურებთან რიგების დაცვა მოუწევთ

მგზავრებს მეტროს სადგურებთან რიგების დაცვა მოუწევთ

05/11/2020 14:32:44 საზოგადოება

თბილისის მერია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს განახორციელებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მეტროს გადატვირთული სადგურების შესასვლელებში პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი რიგების მართვის მეშვეობით განხორციელდება.

"ამ ეტაპზე აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება "ვარკეთილის", "ახმეტელის თეატრის", "დიდუბისა" და "სადგურის მოედნის" სადგურებში იგეგმება. მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროს სადგურების ჩასასვლელებში რიგის მართვის მეშვეობით ადამიანების დაშვების შეფერხება განხორციელდება" - განმარტავენ უწყებაში.

მერია მოუწოდებს მოსახლეობას, "გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას და ზედმიწევნით დაიცვას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები".

მგზავრთა ნაკადის კონტროლი 6 ნოემბრიდან დაიწყება.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი.

4 ნოემბრიდან კი ქვეყანაში როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა; რესტორნები 22:00 საათამდე მუშაოებენ; თბილისის მასშტაბით დაიხურა საბავშვო ბაღებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S