Accentnews.ge
ABC News-მა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ამსახველი ფოტო ამერიკის შტატ ჯორჯიას მიაწერა

ABC News-მა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ამსახველი ფოტო ამერიკის შტატ ჯორჯიას მიაწერა

05/11/2020 13:40:14 საზოგადოება

ABC News-მა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ამსახველი ფოტო ამერიკის შტატ ჯორჯიას მიაწერა.

კერძოდ, მაშინ, როცა ჟურნალისტი აშშ–ის ჯორჯიის შტატში ხმის დათვლის პროცესზე საუბრობდა, ეკრანზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს თბილისში, 55-ე საჯარო სკოლასთან ამომრჩეველთა რიგის ამსახველი ფოტო გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ამჟამად ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი, ობამას ადმინისტრაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს. თბილისის დროით 17:40 საათისთვის ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს (კანდიდატი "რესპუბლიკური პარტიიდან") – 214. არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც კოლეგიის, სულ მცირე, 270 წევრის მხარდაჭერას მოიპოვებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S