Accentnews.ge
საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

05/11/2020 13:14:57 მსოფლიო

ეპიდვითარების გაუარესების გამო საბერძნეთში 7 ნოემბრიდან საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, საგანგებო რეჟიმი ძალაში სამი კვირის განმავლობაში იქნება.

მისივე თქმით, ამ პერიოდში საბერძნეთში სუპერმარკეტებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება. მოქალაქეებს სახლიდან გასასვლელად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამასთან, ქვეყანაში დაწყებითი სკოლები ღია დარჩება, მაგრამ საშუალო სკოლები დაიხურება და სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავა.

აღსანიშნავია, რომ ეს საბერძნეთისთვის მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე მეორე "ლოქდაუნი" იქნება.

ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე დღეა, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. დღე–ღამის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 2 646 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

საქართველოში კი, უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, კოვიდ-ინფიცირების 46 892 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 673 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S