"თუ წესებს არ დავიცავთ, გერმანიის საავადმყოფოებიც რომ გადმოვიტანოთ თავის პერსონალიანად, ვერ გაუძლებს!"
05/11/2020 11:25:42 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას კოვიდ-საწინააღმდეგო რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
"თუ ყველანი ავად გავხდებით, ამას ვერც ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს! თუ არ დავიცავთ წესებს, გერმანიის საავადმყოფოები თავის პერსონალიანად რომ გადმოვიტანოთ საქართველოში, ვერ გაუძლებს! ეს არ არის დაშინება, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს – პირბადის ტარებას, ჰიგიენის ნორმებს და ფიზიკურ დისტანციას", – განაცხადა იმნაძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 289.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 49218 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 33459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 401 გარდაიცვალა.


